30.03.2022
კითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

ბათუმის რომელ უბანში ღირს ბინის ყიდვა

სად ვიყიდოთ ბათუმში ბინა? ზღვასთან ახლოს თუ მოშორებით? ტურისტულ ცენტრში თუ წყნარ გარეუბანში? განვიხილოთ დეტალურად | Sea Inside
სად ჯობია ბათუმში ცხოვრება – ძველ უბნებში თუ ქალაქის ახალ ნაწილში? ადგილმდობარეობა უნდა აირჩიოთ შეძენის მიზნიდან გამომდინარე. უძრავი ქონება გჭირდებათ იმისათვის, რომ წლის ნებისმიერ დროს შეძლოთ დასვენება თუ აპირებთ გააქირავოთ.

პირველ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ თქვენს პირად სურვილებზე, მეორეს შემთხვევაში აირჩიეთ ბინა ტურისტებში პოპულარულ უბნებში. თუ სახლს სეზონური ცხოვრებისთვის ეძებთ (ინვესტორებშიყველაზე პოპულარული ვარიანტია), შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ბათუმის გარეუბნებს – მაგალითად, მახინჯაურს და გონიოს. მათი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი, ერთის მხრივ, ბათუმიდან 10-15 წუთის გზაში არიან, მეორე მხრივ კი წყნარ დასვენებას სთავაზობენ ქალაქის აურზაურისგან მოშორებით. ამ თვალსაზრით ერთერთი საინტერესო შეთავაზებაა კომპლექსი Mziuri Gardens მახინჯაურში. მას საკუთარი თერმული წყლის წყარო აქვს, რომელთანაც ბინის მფლობელებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ.

ბათუმი: სად ვიცხოვრო

ვისაც აქტიური საქალაქო ცხოვრება იზიდავს, აჭარის დედაქალაქი ბათუმი მოეწონება. Sea Inside მეშვეობით ბათუმში უძრავი ქონება მისაღებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. პრემიუმ-აპარტამენტების ფასები $30000-დან იწყება. ბინა ზღვისპირას საშუალოდ $40000 – $50000 დოლარად იყიდით.

პირობითად, ბათუმი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად – ძველი ქალაქი და ახალი. ძველი ქალაქი მდებარეობს ევროპის მოედნის მიდამოებში. ეს ტურისტული ცენტრია, აქ მრავალი ისტორიული ნაგებობა და არქიტექტურული ძეგლი მდებრეობს. ქალაქის ამ ნაწილში ახალაშენებული შენობები პრაქტიკულად არ არის. ძველ ქალაქში უმეტესად დაბალი დაბალსართულიანი შენობებია. ბევრ მათგანს ახლახან დასრულდა რეაბილიტაცია. ბინის ყიდვა ძველ ბათუმში შეიძლება ვირჩიოთ მათ, ვისაც არ ქალაქის ისტორიულ შუაგულში ცხოვრება უნდა და დიდად არ იზიდავენ ახალაშენებული შენობები.

ახალი ბულვარის გასწვრივ მდებარეობს ახალი ბათუმი. აქ ბიზნეს- აქტივობაა კონცენტრირებულია, არის უამრავი სასტუმრო, კაზინო და მარალი ტურისტული ნაკადია. ეს ტერიტორია აქტიურად ვითარდება. აქ ახალი სასტუმროები და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, მაგალითად, აპარტ-სასტუმრო Blue Sky, რომელსაც Holiday Inn მართავს. აქვე ფუნქციონირებენ ასევე მსოფლიო სასტუმრო ბრენდები (Hilton, Marriott, Ibis Styles).

ახალი ბათუმი შესანიშნავი ადგილია საინვესტიციოდ. უძრავი ქონება აქ მაქსიმალურად დატვირთული იქნება. გარდა ამისა, ბევრ ახალ კომპლექსს მმართველი-კომპანია აქვს. მასთვის ბინების ქირაობის დელეგირება შეგიძლიათ. ასეთი სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში, მაგრამ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.
სად ჯობია ბინის ყიდვა - სანაპირო ზოლის პირველ ხაზზე თუ მოშორებით? რა თქმა უნდა, პირველი სანაპირო ზოლი ყოველთვის მოთხოვნადია ტურისტებში.

ბათუმში ახალ კომპლექსების შორის გამორჩეულია ერთადერთი, რომელიც თითქმის პლაჟზე მდებარეობს. - ეს Batumi View-ა, რომელიც აშენდა სანაპიროდან 20 მეტრში. თუმცა, მეორე სანაპირო ზოლის ობიექტები არანაირად არ ჩამოუვარდებიან. მაგალითად, მზა კომპლექსიდან White Sails სანაპირმდე მხოლოდ 5-7 წუთის სიურალი სჭირდება, რადგან ის ბულვართან ახლოს დგას.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თითქმის ნებისმიერი უძრავი ქონება კურორტზე საინვესტიციოდ გამოგადგება. მთავარი პირობაა, რომ კურორტი ცნობილი პოპულარული ტურისტული ადგილი იყოს. საქართველოს კი ამ მხრივ რეგიონში კონკურენტი არ ჰყავს. Sea Inside უძრავი ქონების დიდი ბაზა აქვს. შეგარჩევთ საუკეთესოს.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე