ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
3.03.2022
ითხვის დრო: 3 წუთი
ავტორი: Sea Inside

რა უფრო მომგებიანია: იპოთეკა თუ შიდა განვადება?

განვადება არის ქონების შეძენისას გადახდის ისეთი ფორმა, როდესაც მესაკუთრე იხდის საფასურს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. გადახდის ეს მეთოდი დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ საკმარის თანხას არ ფლობთ. განვადება განსაკუთრებით კარგი გამოსავალია მათთვის, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათ შეუძლიათ საკუთარ სახლში იცხოვრონ და ქირის გადახდის მაგივრად ყოველთვიური შენატანი გადაიხადონ.

არსებობს განვადების ორი სახეობა: იპოთეკა (ბანკისგან) და ე.წ. შიდა განვადება (სამშენებლო კომპანიისგან). ორივეს აქვს დადებითი მხარე.

იპოთეკა

წარმოადგენს იპოთეკურს სესხს ბანკიდან. შეიძლება ვთქვათ, რომ საფინანსო ორგანიზაცია გასესხებთ თანხას. შეძენილი ქონება კი, მართალია თქვენს სახელზეა გაფორმებული, მაგრამ რჩება ბანკში გირავნობის სახით მანამდე, სანამ ხელშეკრულებაში მითითებულ ვალს ბოლომდე არ გაესტუმრებით. იპოთეკის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ გადახდა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად - როგორც წესი, იპოთეკური სესხი გაიცემა 3-15 წლით. ამ ხნის განმავლობაში მესაკუთრე ვალდებულია ყოველთვიურად კონკრეტულ დღეს ბანკს გარკვეული თანხა გადაუხადოს. სესხის გაცემამდე  ბანკი უამრავი საბუთის წარდგენას ითხოვს. ზოგისთვის ეს დაბრკოლება შეიძლება იყოს. მაგრამ ეს აუცილებილია იმისთვის, რომ ბანკი დარწმუნდეს კლიენტის გადახდისუნარიანობაში.

როგორ გამოვთვალოთ იპოთეკა

იპოთეკა ითვლება შემდეგნაირად. უძრავი ქონების ღირებულებას ბანკი უმატებს საკომისიოს და მიღებულ თანხას ყოფს, მაგალითად, 8 წელზე (ანუ 96 თვეზე - იპოთეკა როგორ წესი, ითვლება არა წლებში, არამედ თვეებში). გაითვალისწინეთ, რომ თანხა, რომელსაც თქვენ გადაიხდით ბანკში, ჯამში ბევრად აღემატება ქონების თავდაპირველ ღირებულებას. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ეს დეტალები, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება ხელმოწერამდე.
იპოთეკის აღება საქართველოში უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. საკმარისია ბანკს მიაწოდოთ პასპორტი, შეძენილ ქონების ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა. ასეთი წესები დადგენილია როგორც მოქალაქეებზე, ასევე უცხოელებზე. განსხვავება იმაშია, რომ კანონის მიხედვით, არარეზიდენტებისთის ბანკს შეუძლია გასცეს სესხი, რომლოს ოდენობა არ აღემატება ქონების ღირებულების 70%-ს. საფასურის დარჩენილი 30% კი უნდა დაიფაროს თვითონ მყიდველი. როგორც წესი, იპოთეკური სესხი წინასწარი შენატანის გარეშე არ გაიცემა. თუმცა მიკროსაფინანსო ინსტიტუტები სთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტებს.

შიდა განვადება

შიდა განვადება გაიცემა მოკლე ვადით - როგორც წესი, 1-3 წლით მშენებლობის დასრულებამდე. იპოთეკისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში შემოსავლის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა არ არის საჭირო. სამშენებლო კომპანიები (დეველოპერები), რომლებთანაც Sea Inside თანამშრომლობს, სთავაზობენ უპროცენტო განვადებას.

როგორ ითვლება შიდა განვადება

შიდა განვადების შემთხვევაში უნდა შეიტანოთ საწყისი გადასახადი - ქონების ღირებულების დაახლოებით 20-50% (დეველოპერი თავად ადგენს წილს). შემდეგ ბინის ღირებულება უბრალოდ იყოფება თანაბარ ნაწილად, რომელიც პერიოდულად უნდა გადაიხადოთ სამშენებლო კომპანიას. შიდა განვადების თავისებურება შემდეგშია: ვინაიდან ხანგრძლივობა უფრო მოკლეა, ყოველთვიური გადასახადის ოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე იპოთეკის შემთხვევაში. თუმცა, დიდი უპირატესობა, რომელის იზიდავს ინვესტორებს, არის საკომისიოს პროცენტების არარსებობა, რაც ნიშნავს, რომ მეტის გადახდა არ მოგიწევთ.

საქართველოს დეველოპერთა ასოციაცია Sea Inside ყიდის ბინებს ზღვის პირას ნებისმიერი ფორმის გადახდით.

მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე