ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
21.03.2022
კითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

ცხოვრების ღირებულება საქართველოში

ძვირია თუ არა ცხოვრება საქართველოში? მოკლედ განვიხილოთ ძირითადი ხარჯები: საცხოვრებელი, ტრანსპორტი, კვება, გართობა, კომუნიკაციები | Sea Inside
საქართველოს მისაღები ფასები პროფუქტებზე და მომსახურებაზე არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში ტურისტებს, ინვესტორებს, ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ბევრი საქართველოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევს. რა ღირს საქართველოში ცხოვრება? განვიხილოთ დეტალურად.

საცხოვრებელი

ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი კარგადაა განვითარებული. აქ სახლის დაქირავება ან ყიდვა საკმაოდ ადვილია. ბინის ყიდვა ახალაშენებულ კორპუსში დაახლოებით $50000-ად შეიძლება. დაქირავების ფასი - $300-ა და მეტი. Sea Inside-ს აქვს უძრავი ქონების უდიდესი ბაზა თბილისსა და ბათუმში, პირველ სანაპირო ზოლზე. საქართველოში მდიდარი კულტურული ცხოვრებაა და ბევრი გასართობია. ქვეყანაში 60 მუზეუმია, 30 თეატრი, ღამის კლუბები, ხელოვნების სივრცეები, გალერეები, კაზინოები, განვითარებულია მოდის ინდუსტრია.

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოდგენილია მეტროთი, ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, რომლებიც სხვადასხვა უბნებს აკავშირებენ. მეტროს აქვს მხოლოდ ორი ხაზი - ცენტრალური და საბურთალოს. ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორის ერთი ბილეთი 1.00 ლარი ღირს. ბილეთი მოქმედებს საათნახევარი, ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ ერთი ტრანსპორტისან მეორეზე უფასოდ გადაჯდომა. ასევე ხელმისაწვდომია გრძელვადიანი საშვი (ერთი კვირის, ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვის და ერთი წლის). მათთვის, ვინც არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხელმისაწვდომია ტაქსი (მათ შორის ონლაინ სერვისებით). ტაქსით მგზავრობა 5-15 ლარი ($3 - $5) ღირს. გონივრული ტარიფები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვისა არის დადგენილი. მაგალითად, თბილისი-ბათუმის მატარებლით გამგზავრება 25-65 ლარი ღირს ($8 - $20). ამ მატარებლის მეშვეობით დედაქალაქიდან ზღვამდე 5 საათში მისვლა შესაძლებელია.

საჭმელი

უცხოელები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მიმზიდველია სურსათის ფასები. მთელი წლის განმავლობაში ბაზარზე ან მაღაზიებში ბევრი ადგილობრივი სეზონური ხილი და ბოსტნეულია. 1 კგ ხილ-ბოსტნეულის ღირებულება 2-4 ლარია. მაგალითად, 1 კგ საქონლის ხორცი დაახლოებით 40 ლარი ღირს, ყველი - 12-20 ლარი. ამავდროულად, დედაქალაქსა და კურორტებზე, როგორ ყველა ქვეყანაში, ყველაფერი უფრო ძვირია, ვიდრე პატარა ქალაქებსა და სოფლებში, მაგრამ არა ბევრად. მათთვისაც კი, ვინც რესტორნებში და კაფეებში კვება ურჩევნია, კვების ობიექტების დიდი არჩევანია და ფასებიც მისაღები. რესტორანში ორკაციანი ვახშამი 100 ლარი ($30) ეღირება.

კავშირგაბმულობა

საქართველოში საკმაოდ მაღალი ხარისხის და სწრაფი ინტერნეტია და მობილური კავშირი, თანაც მისაღები ფასებით. ქვეყანაში სამი მსხვილი პროვაიდერი მუშაობს - მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი. ისინი უზრუნველყოფენ 4G თაობის კავშირს. თითოეულ კომპანიას აქვს რამდენიმე სატარიფო გეგმა, ასე რომ შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე თქვენთვის მოსახერხებელი. SIM-ბარათების ყიდვა შეიძლება როგორც უშუალოდ ოპერატორების ოფისებში (როგორც წესი, ისინი ყველა მთავარ ქუჩაზე მდებარეობენ), ასევე სავაჭრო ცენტრებში და აეროპორტში. ყიდვისას საკმარისია მარტო პასპორტი. ტელეფონის და მობილური ინტერნეტის ხარჯები თვეში დაახლოებით 30 ლარს, ან 10-15 დოლარს შეადგენს.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე