ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
25.02.2022
ითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

უძრავ ქონებაში ინვესტირება

მარტივი სიტყვებით განვმარტავთ, რას ნიშნავს „ინვესტირება“ და როგორ ის მუშაობს.

ყველამ იცის, რომ შეუძლებელია რაიმეს მიღება მომავალში, თუ არაფერს აკეთებ აწმყოში.
ფაქტობრივად, ეს ინვესტიციის მთავარი პრინციპია – ჩადო ინვესტიცია დღეს, რომ ხვალ მიიღო სარგებელი.

ინვესტიცია ითვლება ა განათლებაც და სპორტიც. ჩვენ ახლა ვსწავლობთ და ვვარჯიშობთ, რათა ხვალ მივიღოთ მოგება გამოცდილების ან ტურნირებში გამარჯვების სახით. ანუ ინვესტირება არის:

- გონებრივი, ფულადი ან მატერიალური დაბანდებაა, რომელიც მომავალში (მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში) შემოსავალს მოიტანს.

ინვესტირება შეიძლება იყოს:

-        მოკლევადიანი (ერთ წლამდე)
-        საშუალვადიანი (1-დან 5 წლამდე)
-        გრძელვადიანი (5 წელზე მეტი)

ინვესტიციები ბრუნდება ეტაპობრივად , იმის მიხედვით, თუ რამდენ მომგებიანია პროექტი. რისკის მიხედვით, ინვესტიციები იყოფა სამ ჯგუფად:

-        კონსერვატიული (საბანკო ანაბარი)
-        ზომიერი (უძრავი ქონება)
-        აგრესიული (საფონდო ბირჟა)

ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეიძლება ინვესტიციების ჩადება, მაგრამ ყველაზე ხშირად განიხილება ინვესტირება უძრავ ქონებაში ან ფასიან ქაღალდებში. ინვესტირება უძრავ ქონებაში ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროდ. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ბინების და სახლების ფასი მატულობს (მაგალითად, საქართველოში უძრავი ქონება ძვირდება 10-15%-ით წლიურად). მეორეც, ბინის გაქირავების შემთხვევაში შეიძლება სარგებელის მიღება. მოგება მირება შეიძლება მიიღოთ რამდენიმე გზით. აი უძრავი ქონების ინვესტირების ძირითადი გზები Sea Inside-ის ექსპერტებისაგან:
• იყიდეთ უძრავი ქონება საქყის ეტაპზე და გაყიდეთ (უფრო ძვირად) სახლის მშენებლობის დასრულებისას;
• გააქირავეთ ბინა მმართველი კომპანიის მეშვეობით და მიიღეთ რეგულარული ფიქსირებული შემოსავალი;
• გააქირავეთ თვენით.

ის, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება მომგებიანი ბიზნესია, ციფრებიც ადასტურებენ. უცხოური ინვესტიციები მხოლოდ აჭარის რეგიონში 2020 წლის პირველ ნახევარში პანდემიის მიუხედავად გაიზარდა 15%-ით  (საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები). ზოგადად, პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთიდან 2020 წლის მეორე კვარტალში 0,5%-ით გაიზარდა. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოდის ბინებში. კაპიტალის ძირითადი ნაწილი (60%) შემოსულია დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან. ასევე ფინანსები შემოვიდა აშშ-დან, მალტადან, ერაყიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასეთი დადებითი, თუნდაც უმნიშვნელო დინამიკა ანალიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის ნიშანი. ექსპერტები 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას ელიან.

დასკვნა: იმისათვის, რომ მომავალში მივიღოთ შემოსავალი, ინვესტიციების ჩადება აუცილებელია დღეს. კომპანია Sea Inside ფლობს უძრავი ქონების საუკეთესო შეთავაზებების ბაზას. დატოვეთ მოთხოვნა, ჩვენი მენეჯერები შეარჩევენ ბინებს თქვენი მოთხოვნის მიხედვით.

მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე