როგორ მივიღოთ ბინა დეველოპერისგან | sea-inside.net
  • RU
  • EN
  • KZ
  • © Sea Inside 2019-2023
    Კითხვის დრო: 2 წუთი
    Автор: admin

    როგორ მივიღოთ ბინა დეველოპერისგან

    მშენებელი კომპანიისგან ბინის მიღება უძრავი ქონების შეძენის ბოლო და, ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი ეტაპია. როგორ გავაკეთოთ, რომ ის შეუფერხებლად მიდიოდეს? მიჰყევით ჩვენს რჩევებს.

    მიღება, დეველოპერი, გადამოწმება, დოკუმენტები… ნუ შეგაშინებთ ეს სიტყვები. გახსოვდეთ, რომ მიღებისთვის მომზადებისას არ უნდა იჩქაროთ. ამ ეტაპზე მთავარია ყველაფერი გულდასმით შეამოწმოთ, რათა დროულად აღმოაჩინოთ შესაძლო ნაკლი. შეგიძლიათ ყველა კომენტარი ბლოკნოტში მონიშნოთ, რომ არ დაგავიწყდეთ. თუ ერთი მისვლა და დათვალიერება არ იქნება საქმარისი და არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი სწორად არის შემოწმებული, შეგიძლიათ არ იჩქაროთ საბუთს ხელი  მოაწეროთ. ამის ნაცვლად სთხოვეთ დეველოპერს ხელახლა მოსვლა. მშვიდად იქნებით, რომ არაფერი გამოგრჩათ და ყველაფერი გაითვალისწინეთ. თუ გეშინიათ რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვოთ მიღების პროცესში და გჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. Sea Inside-ის მენეჯერები კარგად არიან მომზადებული. მათ იციან, რა უნდა შემოწმდეს. ისინი ყველა ნაბიჯს გააკონტროლებენ. თუ გირჩევნით თავად მიიღოთ ახალი ბინა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები.

    დავუშვათ, დეველოპერმა შეგატყობინათ, რომ ობიექტის მშენებლობა დასრულებულია და კომპანია მზად არის გადმოგცეთ ბინის გასაღებები. შეთანხმდით მიღების თარიღზე, რომელიც მოერგება ორივე მხარეს. გირჩევთ, რომ მიღებს დანიშნოთ დილის ან შუადღის საათებში, ჯობია შენობა კარგი განათების პირობებში შეამოწმოთ.

    თან იქონიეთ:

    • ხელშეკრულების და ბინის გეგმის საბუთები. ისინი გამოგადგებათ ფართის და განლაგების შესამოწმებლად.
    • ქაღალდის ფურცელი (დაგჭირდებათ ე.გ. „სკვოზნიაკების“ შესამოწმებლად)
    • ნათურა და რამდენიმე მარტივი ელექტრომოწყობილობა (მაგალითად, თმის საშრობი). მათი დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შეამოწმოთ შტეფსელების  და სხვა ელექტროგადამცემების მდგომარეობა.
    • მშენებლობის დონის საზომი ინსტრუმენტი

    როგორ მივიღოთ ახალი ბინა

    პირველ რიგში დაიწყეთ ზოგადი შემოწმებით. შემოიარეთ ყველა ოთახი. ყურადღება მიაქციეთ ზედაპირებს – იატაკს, კედლებს, ჭერს. ისინი უნდა იყვნენ სწორი (აქ გამოგადგებათ მშენებლობის დონის საზომი ინსტრუმენტი), მშრალი, ტენიანობის ნიშნების გარეშე. დათვალეთ ფანჯრებისა და კარების რაოდენობა, გაზომეთ მათი ზომა და შეამოწმეთ ფორმა. აივანის არსებობის შემთხვევაში შეამოწმეთ მისი იატაკი – ის უნდა დახრილი ისე, რომ წვიმის დროს წყალი აივანზე არ შეგროვდეს. თუ ბინას რემონტით ყიდულობთ, შეამოწმეთ, რამდენად ხარისხიანად არის მიკვრული შპალერი. არ დაიზაროთ ნახოთ, რამდენად მჭიდროდ არის დაგებული პლინტუსი. ჩართეთ გათბობა და შეამოწმეთ, როგორ მუშაობ ის.

    სანტექნიკა

    შეამოწმეთ ყველა სველი წერტილი. აბაზანაში, საშხაპეში და სამზარეულოში გაუშვით ონკანებიდან წყალი სრული სიმძლავრით და ნახეთ. თუ სანტექნიკა და მილები წესების მიხედვით დამონტაჟებულია, წყალი არსად უნდა ჟონავდეს. წყალის წნევა (ე. წ. ნაპორი) უნდა იყოს ძლიერი და სტაბილური. ნახეთ, რამდენად სწრაფად გადის წყალი კანალიზაციაში. შეამოწმეთ ასევე ტუალეტის, მიაქცეთ ყურადღება, რამდენად სწრაფად ივსება ავზი.

    ელექტრობა

    იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ელექტროგაყვანილობა სწორად არის გაკეთებული, გამოიყენეთ ნათურა ან თმის საშრობი. ნუ დაივიწყებთ ელექტროენერგიის და წყლის მრიცხველების შესახებ – ჩაწერეთ მათი მაჩვენებლები (ან გადაიღეთ სურათი ტელეფონით).

    კარ-ფანჯრები

    შესასვლელი კარი ზუსტად უნდა იყოს დაყენებული (მოხრილად დადგმული კარი მომავალში პრობლემებს გამოიწვევს). რამდენჯერმე გახსენით და დახურეთ კარი, მოუსმინეთ, ხომ არ ჭრაჭუნებს (თუ ჭრაჭუნებს, კარის საკინძების შეზეთვა საჭიროა). შესასვლელ კარში არ უნდა იყოს ჭუჭრუტანა. ახლა რაც ეხება ფანჯრებს, ფანჯრები. დახურეთ და ქაღალდის ფურცელი ჩარჩოსთან ახლოს მიიტანეთ. თუ ფურცელი მოძრაობს, ესე იგი, არის სანათური, და ის უნდა შესწორდეს.

    მიჰყევით ჩვენ რჩევებს და ადვილად მიიღეტ ახალ ბინას. საქართველოს დეველოპერთა ასოციაცია თანამშრომლობს მხოლოდ სანდო კოპანიებთან . დაგვიკავშირდით!

    დახმარება საქართველოში გადასვლისას
    დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს ყველა კითხვას, გეტყვით გადაადგილების სირთულეების შესახებ
    და გაგიძღვებით შემდგომ ნაბიჯებზე.