ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
2.03.2022
ითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

ბინები შიდა განვადებით: დადებითი და უარყოფითი მხარეები

დავიწყოთ ზოგადი განმარტებით. განვადება არის საქონლის ან მომსახურების გადახდის საშუალება, რომლის დროს გადახდა ხდება არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. ის გავრცელებულია ნებისმიერი პროდუქტის ყიდვისას, მაგრამ ყველაზე ხშირად ძვირი პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში (ტექნიკა, მანქანა ან უძრავი ქონება). ამ შემთხვევაში პროდუქტი (სახლი/ბინა/ვილა) ხდება თქვენი საკუთრება სრული თანხის გადახდამდე.

შიდა განდადება ეხმარება მათ, ვისაც არ აქვს საკმარისი დანაზოგი, მაგრამ აქვს მუდმივი შემოსავალი, რომელის საშუალებას აძლევს დროში გააგრძელოთ ვალის გადახდა. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კომპანია სთავაზობს ანგარიშსწორების ასეთ გადახდის სისტემას. ანუ ე. წ. შიდა განვადება გაიცემა ბანკის ან სხვა საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე. როგორც წესი, იგი გათვლილია 1-3 წელიწადზე, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის დასრულებამდე.

განვადება: დადებითი და უარყოფითი მხარეები

განვადების ალბათ მთავარი უპირატესობა არის ისა, რომ ის უპროცენტოა. ანუ უძრავი ქონების ღირებულება იყოფება თანაბარ ნაწილად, რომელიც უნდა გადაიხადოთ რეგულარულად, ძირითადად ყოველი თვე ან სამ თვეში ერთხელ.

განვადების პირობებს ადგენს თითოეული სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) დამოუკიდებლად. ხელსაყრელი პირობების მქონე კომპანიების პოვნა ადვილი არ არის. ჩვენი კპმპანია Sea Inside ყურადღებით ვირჩევთ დეველოპერებს და ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო მშენებელთან.

განვადებაზე განაცხადის შეტანისთვის არ არის საჭირო შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენა (ბანკების იპოთეკური სესხის განსხვავებით). ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. საკმარისია წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანუ პირადობის მოწმობა) და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შენაძენ ქონებაზე. შიდა განავდების შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადის უფრო მაღალია, ვიდრე იპოთეკით ყიდვის დროს. ეს განპირობებულია იმით, რომ შიდა განვადებას უფრო მოკლე ვადა აქვს. თუმცა, საკომისიოს პროცენტის არარსებობა ამ ტიპის გადახდას მიმზიდველს ხდის.

შიდა განვადების დროს საჭიროა პირველადი შესატანი, ჩვეულებრივად ის ქონების ღირებულების 20-50%-ს შეადგენს. შიდა განვადება განსაკუთრებით აწყობთ მათ, ვისაც მთელი თანხა ხელზე არ აქვთ და საბანკო სესხის აღება შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად, ბანკი სესხზე უარს ამბობს მცირე ხელფასის გამო ან ცუდი საკრედიტო ისტორიის გამო). თუ გაქვთ მუდმივი შემოსავალი (მაგალითად, სხვა ბინის გაქირავებიდან) და შეგიძლიათ რეგულარულად ხორციელოთ გადახდები, შიდა განვადება (ფაქტობრივად, იპოთეკის ალტერნატივა) გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ სასურველი ქონება.

უძრავ ქონებას ეძებთ? მოგვმართეთ. ვთავაზობთ იმას, რასაც თავად ვიყიდით.
+995 555 233 565 (Whatsapp, Viber, Telegram)

მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე