ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
8.03.2022
ითხვის დრო: 3 წუთი
ავტორი: Sea Inside

მშენებლობის რომელ ეტაპზე ღირს ბინის შეძენა

ღირს თუ არა ბინის ყიდვა მშენებლობის ეტაპზე? როგორ გავაკეთოთ, რომ უძრავი ქონება გახდეს ინვესტიციურად მომგებიანი? განვიხილოთ დეტალურად.

როცა გადაწყვიტეთ ბინა იყიდოთ, მაშინვე ჩნდება კითხვა, როგორი უძრავი ქონების შეძენა ჯობია – მშენებარე თუ უკვე აშენებული. დავიწყოთ იმით, თუ რა მშენებლობის ეტაპები არსებობს. აშენების პროცესი პირობითად სამ ეტაპად იყოფება:

პირველი ეტაპი

პირველი ეტაპია საძირკვლის მოწყობა. საძირკველი შენობის საყრდენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს იყრება საძირკველი და შენდება პირველი სართულები. მომავალი უძრავი ქონების ყიდვა ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანია. როგორც კი იწყება გაყიდვები, შეგიძლიათ
შეიძინოთ ბინა მაქსიმალურ მიმზიდველ ფასად. ამ შემთხვევაში დაზოგავთ თითქმის 70%.

მეორე ეტაპი

ეს მშენებლობის შუა ნაწილია. სარემონტო სამუშაოები უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს, შენობა იზრდება, იღებს თავის ფორმას, ტიხრები და იატაკები აშენებულია. ამ დროს იწყება საკუთარი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა: შენდება მიწისვეშა ავტოფარეხი და სათამაშო მოედნები (თუ ეს პროექტით არის დაგეგმილი). მეორე ეტაპზე კვადრატული მეტრის ღირებულება იზრდება პირველთან შედარებით, მაგრამ მაინც ის ჯერ დაბალია, ვიდრე ფასი დასრულებილი შენობის შემთხვევაში. უძრავი ქონების ყიდვაც ამ ეტაპზე მომგებიანია - შეგიძლიათ დაზოგოთ ბინის ღირებულების დაახლოებით მესამედი.

მესამე ეტაპი

სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, შენობა შესულია ექსპლუატაციაშია. მესამე ეტაპზე კვადრატული მეტრის ღირებულება მაღალია და უახლოვდება ბაზრის  ღირებულებას. მშენებლობის სამი ეტაპიდან ამ ეტაპზე ყიდვა ყველაზე ძვირია. თუმცა, იძენთ მზა საცხოვრებელს და შესაბამისად რისკებიც დაბალია.

* * *

სამივე ეტაპს აქვს თავისი უპირატესობები. იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, როდის იყიდოთ ბინა, ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, რისთვის იძენთ სახლს: საცხოვრებლად თუ შემოსავლისთვის? თუ გაქვთ საცხოვრებელი ადგილი და გინდათ ჩადოთ დანაზოგი და მიიღოთ სარგებელი, უნდა გადაწყვიტოთ, ზუსტად როგორ აპირებთ შემოსავლის მიღება - უძრავი ქონების გადაყიდვით თუ გაქირავებით? პირველ შემთხვევაში უფრო მომგებიანია საძირკვლის ეტაპზე ყიდვა და მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაყიდვა, მეორეში –დასრულებულ ბინის ყიდვა, რათა რაც შეიძლება მალე გააქირავოთ, რომ დროზე მოგება მიიღოთ. რაც არ უნდა იყოს, დაიცავით ორი ძირითადი პრინციპი და ყოველთვის იქნებით მოგებაში. ორივე პრინციპი ეფუძნება ეკონომიკის ოქროს წესს: დრო ფულია.

პრინციპი #1

მშენებლობის დასაწყისში უძრავი ქონება იაფია, ბოლო ეტაპზე – ძვირი. საძირკვლის ეტაპზე ყიდვისას მშენებლობის დასრულებას უნდა დაელოდოთ (საშუალოდ 1-3 წელიწადი). Sea Inside გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას მშენებლობის დასრულებამდე (სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები, აპარტამენტები, ვილები, თაუნჰაუსები).

პრინციპი #2

სახლის ან ბინის ყიდვა მშენებლობის ბოლო ეტაპზე (ან, მით უმეტეს, მზა მდგომარეობაში, როცა ბინა საცხოვრებლად მთლიანად მზად არის) გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ დრო და დაუყოვნებლივ გააქირავოთ ის, ანუ იგი მალევე მიიღოთ მოგება. თუმცა, გაითვალისწინეთ: ასეთი ბინის ფასი უფორ მაღალია იქნება.

ბონუსი - კიდევ ერთი რჩევა

რისკები შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, თუ უძრავ ქონებას იყიდით სანდო კომპანიებში. საქართველოს დეველოპერთა ასოციაცია თანამშრომლობს მხოლოდ სამშენებლო კომპანიებთან.
შემდეგ სტატიებში ფასებს შევადარებთ და განვიხილებთ, წელიწადის რომელი დროა საუკეთესო უძრავი ქონების შესაძენად.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე