ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
4.03.2022
კითხვის დრო: 3 წუთი
ავტორი: Sea Inside

რისკები ბინის ყიდვისას: როგორ ავიცილოთ

უძრავი ქონების ბაზრის დინამიურმა განვითარებამ და ლიბერალურმა კანონმდებლობამ საქართველო კავკასიაში ლიდერად აქციეს. ტურისტების ნაკადმა მომგებიან ბინებზე მოთხოვნა გაზარდა. განვიხილით, რა რისკები არსებობს უძრავი ქონების ყიდვისას.

ბევრ ჩვენ კლიენტს, რომელიც ზოგადად მზადაა იყიდოს ბინა, არ ეჩქარება კარგი მომენტის მოლოდინში და გვეკითხება: „ვიყიდო თუ არა ქონება ახლა?“. ექსპერტები პასუხობენ - აუცილებლად იყიდეთ, რადგან კურორტებზე უძრავი ქონება მუდმივად ძვირდება. რაც უფრო ადრე იყიდით, მით უფრო მომგებიანი იქნება თქვენი ინვესტიცია. საქართველოში უძრავი ქონების ტრანზაქციები მაქსიმალურად გამჭვირვალე და გამარტივებულია, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ყიდვამდე გარკვეულ ნიუანსებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

აუქციონზე ბინის ყიდვა: რისკები

ჩვეულებრივ, ბანკში ან საკრედიტო ორგანიზაციაში იპოთეკით დადებული ბინა ელექტრონულ აუქციონზე გადის იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელმა სესხი არ დაფარა. ასეთ ბინებს აქვს  მიმზიდველი ფასიმ რომელიც საბაზრო ფასზე დაბალია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საწყისი ღირებულება და აუქციონის პროცესში ის იზრდება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით შეისწავლეთ ბინის დოკუმენტები და აუქციონში მონაწილეობის პირობები. ხშირად ასეთ ბინებში რეგისტრირებულნი არიან ყოფილი მფლობელები და მათი ოჯახის წევრები. ზოგჯერ ისინი უარს ამბობენ გაწერაზე (განსაკუთრებით რთულია, როცა საქმე არასრულწლოვანებს ეხება). ამ შემთხვევაში ახალ მფლობელს საქმის მოგვარება სასამართლოს გზით მოუწევს.

არახარისხიანი მშენებლობა

ბინის ყიდვისას ეს რისკი ათი წლის წინ უფრო მნიშვნელოვანი იყო. დარგის განვითარებით და კონკურენციის ზრდასთან ერთად, მშენებლობის სტანდარტები იზრდება. დეველოპერები ცდილობენ მყიდველის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. მყიდველი, თავის მხრისვ, დღეს ბევრად უფრო კარგად ერკვევა დეტალებში, ვიდრე ადრე. ყველაფერი ეს სტანდარტების განვითარებას და ამაღლებას ხელს უწყობს. დღეს საქართველოში ბევრი საცხოვრებელი კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება.

რისკები, დაკავშირებული საბუთებთან

იურიდიული დოკუმენტაცია და ნებისმიერი ობიექტის სტატუსი თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ. ამისათვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით - ან ელექტრონულად (პლატფორმის https://napr.gov.ge მეშვეობით), ან უშუალოდ იუსტიციის სახლში მისვლით. დრო რომ არ დაკარგოთ, ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ უძრავი ქონების სანდო სააგენტოში. მსხვილი უძრავი ქონების კომპანიები თავიანთ რეპუტაციაზე ზრუნავენ და მუშაობენ მხოლოდ სანდო სამშენებლო კომპანიენტან.

დაუმთავრებელი მშენებლობა

ეს რისკი არსებობს, როდესას სენებარ ბინას იძენთ. ამ შემთხვევაში გარანტად შეიძლება ჩაითვალოს სამშენებლო კომპნიის გამოცდილება, რეპუტაცია ბაზარზე, წინა პროექტები და მომხმარებლების გამოხმაურებები.

არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპნიები

ასეთი რისკი არსებობს, თუ საქმე გაქვთ დაუმოწმებელ კომპანიებთან. ამ რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ შეიძენთ ბინას ჩვენთან, საქართველოს დეველოპერთა ასოციაციაში. Sea Inside თანამშრომლობს მხოლოდ სანდო სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც გამოცდილება, დასრულებული პროექტები და კარგი რეპუტაცია აქვთ. ჩვენთან თანამშრომლობით მშვიდად იქნებით და გექნებათ გარანტია, რომ ობიექტს, რომელსაც ყიდულობთ, ყველა ოფიციალური საბუთები (მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიები და ა.შ.) მოწესრიგებული აქვს და საინვესტიციო თვალსაზრისით ის მიმზიდველია.

მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე