ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
28.03.2022
კითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

როგორ ვიყიდოთ ბინა ბათუმში: რეკომენდაციები და ფასები

რა ღირს უძრავი ქონება საქართველოში? როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი? რა თანხაა საჭირო? ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში | Sea Inside
უძრავი ქონება საქართველოში კაპიტალის დაზოგვისა და გაზრდის კარგი საშუალებაა. მაგრამ როგორ უნდა ავირჩიოთ მომგებიანი ვატიანტი? აგიხსნით ბათუმის მაგალითზე.

საქართველოში უძრავი ქონება ყოველწლიურად 20-25%-ით ძვირდება. სწორად შერჩეულ ბინას დაახლოებით 30% შემოსავლის მოტანა შეუძლია. სანამ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ იყიდოთ ბინა ბათუმში, პირველ რიგში გადაწყვიტეთ, რატომ გჭირდებათ ის - საცხოვრებლად თუ შეშოსავლისთვის? ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ინვესტორებმა დიდი ხანია აითვისეს, არის სეზონური ცხოვრება. მესაკუთრე ბინაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს, დანარჩენ დროს კი ბინა ქირავდება. მეორე კითხვა, რომელზეც უნდა უპასუხოთ - რა ტიპის უძრავი ქონება გჭირდებათ? ახალაშენებული თუ ძველი? Sea Inside ყიდის ბინებს, აპარტამენტებს, ვილებს, თაუნჰაუსებს შავი ზღვის სანაპიროზე. თუ ეძებთ უძრავ ქონებას, პოვნაში და გაფორმებაში დაგეხმარებით. უძრავი ქონება საქართველოში ყოველთვის მოთხოვნადია და სტაბილურ შემოსავალს მოაქვს.

როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება ბათუმში

საქართველოში ყიდვის პროცედურა სწრაფია, გამჭვირვალე და მარტივია. რეგისტრაცია იუსტიციის სახლში ტარდება, გაფორმებისთვის 15-20 წუთია საჭირო (მაგალითად, კვიპროსში უძრავი ქონების რეგისტრაციას 1 თვე სჭირდება, საბერძნეთში – 2 თვე, ესპანეთში – 2-4 თვე). ხელშეკულების მოწერის შემდეგ ახალი მფლობელი რეესტრიდან კოდს მიიღებს SMS-შეტყობინების სახით, რომელიც ადასტურებს ქონების საკუთრებას. სტანდარტული კოდი 4 დღეში ($15) მოდის, დაჩქარებული ფორმით - 1 დღეში ($50) ან იმავე დღეს ($70). არ გაგიკვირდეთ, როდესაც განცხადების ბეჭდის გარეშე მიიღებთ. საქართველოს მრავალი წელი ელექტრონული დოკუმენტების მართვა დანერგილი აქვს, ამიტომ იუსტიციის სახლის ყველა ოფიციალური დოკუმენტი გაიცემა ბეჭდის გარეშე, მაგრამ ყველას აქვს სრული იურიდიული ძალა. ეს ქაღალდიან საბუთების ტარებისგან ათავისუფლებს და აადვილებს გაფორმების პროცესს.

ფასები

ბათუმში უძრავი ქონების ფასები განსხვავდება. 1 კვ.მ საშუალოდ $500 - $2000 ღირს. კონკრეტული ფასი ყალიბდება სახლის ადგილმდებარეობის მიხედვით. დიდ მნიშვნელობას ასევე ხედებს აქვს. უფრო იაფია ბინის შეძენა მშენებლობის ეტაპზე, უფრო ძვირი – მშენებლობის დასრულების შემდეგ. "თეთრ კარკასში" ბინის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე რემონტით. მაგალითად, 32 მ² ბინა Blue Sky კომპლექსში, თეთრი კარკასის ეტაპზე ღირს $30,400 ($950/მ²), სრული რემონტით Holiday Inn-ის სტანდარტების მიხედვით, ავეჯით და ტექნიკით - $46,400 (+$500/მ²).


*Blue Sky არის 36-სართულიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი სანაპიროდან 10 წუთის სავალზე, ბათუმის ახალი სტადიონის გვერდით. შედგება ორი ბლოკისგან - A-ბლოკი და B-ბლოკი. A-ბლოკში განთავსებულია სასტუმრო Holiday Inn და აპარტამენტები გაქირავებისთვის, B-ბლოკში - საცხოვრებელი ბინები.

როგორ ვიყიდოთ ბინა ბათუმში დისტანციურად

ბოლო დროს დისტანციური ყიდვა მოთხოვნადი გახდა. ის დროსა და ფულს ზოგავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქართველოში არ იმყოფება. დისტანციური ყიდვის შემთხვევში არ არის საჭირო გეგმების შეცვლა, ბილეთების შეძენა და დროის ხარჯვა. მათ, ვინც საქართველოში იმყოფება, შეუძლიათ შემოიარონ Sea Inside-ის ოფისში და მშენებარე ობიექტები დაათვალიერონ. ჩვენი მენეჯერები უძრავი ქონების არჩევაში და გაფორმებაში დაგეხმარებიან.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე