ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
12.03.2022
ითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

უძრავი ქონების ბაზრის განვითარების 2022 წლის პროგნოზი

როგორ განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი 2022 წელს და ღირს თუ არა უძრავ ქონებაში ინვესტირება? ექსპერტის აზრი: ახალი ტენდენციების პროგნოზი და ძველის შეფასება | Sea Inside

უძრავი ქონების 2022 წლის პროგნოზირებისა ანალიტიკოსები პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტს, რომ 2021 წელს სამშენებლო მასალების ფასი მკვეთრად გაიზარდა. გაძვირდა ხე, აგური, არმატურა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ელექტრობა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს ბეტონის, ცემენტის, ქვიშის, ხრეშის, საღებავისა და ლაქის პროდუქციაზე ფასები 10-18%-ით გაიზრდება.

Sea Inside-ის თანამფლობელი ალექსანდრე მაკეევი ფასების ზრდას ორი მიზეზით ხსნის. პირველი მიზეზი გლობალური ინფლაციაა, მეორე პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები.
„აზიის ქვეყნების იზოლაციამ განსაკუთრებით იმოქმედა. სწორედ ამ ქვეყნებშია უმსხვილესი მწარმოებლები და მომწოდებლები. შენარჩუნებული მოთხოვნის ფონზე მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ გლობალურ ინფლაციასთან ერთად ასეთი შედეგი გამოიღო. კიდევ ერთი ფაქტორია რიგი სახელმწიფოების სურვილი შეამცირონ ნავთობზე დამოკიდებულება. მათ დაიწყეს „მწვანე ენერგიის“ განვითარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის საწვავზე მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. შედეგად გაძვირდა ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად საქონელიც გაძვირდა“.
სამშენებლო მასალები კვადრატულ მეტრის საბაზრო ღირებულების ერთ მესამედს იკავებს. სამშენებლო ხარჯების ზრდა გავლენას მოახდენს ბაზრის განვითარებაზე.

 ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მუდმივი მოთხოვნის ფონზე უძრავი ქონების ფასები 2022 წელს გაიზრდება. ამასთან, 2022 წელს სამშენებლო ტენდენციები იგივე დარჩება, რაც გასულ წელს - ახალ შენობებზე მოთხოვნა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ძველებზე. ალექსანდრე მელდენბურგი, Sea Inside-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამ ტენდენციას ორი მიზეზით ხსნის: „ერთის მხრივ, ძველი შენობების მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. მეორეც, დროთა განმავლობაში ძველი აშენებული ბინები კარგავენ თავის ღირებულებას, ამიტომ საინვესტიციო თვალსაზრისით ძველი ბინის შეძენა ნაკლებად მომგებიანი ინვესტიციაა“.

როგორ განვითარდება ახალი აშენებულების ბინების ბაზარი 2022 წელს? ექსპერტების აზრით, დიდ ფართებზე (100 კვ.მ-ზე მეტი) მოთხოვნა შემცირდება. უფრო პოპულარული ხდებიან კომპაქტური სტუდიები ან 2-3 ოთახიანი ბინები 40-80 კვ.მ. ფარგლებში. გასული წლის კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც 2022 წელსაც აქტუალური იქნება, არის ურემონტო უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება. შესაბამისად, ბინა რემონტით უფრო მოთხოვნადი იქნება. ინვესტორს ურჩევნია მზა ბინა იყიდოს და სწრაფად დაიწყოს გაქირავება, რომ მალე მიიღოს მოგება.

მათთვის, ვინც აპირებს უძრავი ქონების შეძენა გაქირავების მიზნით, ექსპერტები ურჩევენ იჩქარონ - ძველი, მიმზიდველი ფასები ჯერ კიდევ ძალაშია. ბევრმა დეველოპერმა უკვე დაიწყო ფასების აწევა.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე