ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
  • /
  • /
18.03.2022
კითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

უძრავი ქონების ყიდვის პროცედურა: რაზე გავამახვილოთ ყურადღება

გადაწყვიტეთ იყიდოთ უძრავი ქონება თბილისში ან ბათუმში და გაინტერესებთ დეტალები? ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ | Sea Inside
რას მივაქციოთ ყურადღება საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას? პირველ რიგში, სახლის ან ბინის ყიდვისას უნდა იცოდეთ, როგორ მიდის რეგისტრაციის პროცესი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს პროცედურა რთულია და ძვირი. მაგალითად, მონტენეგროში ბინის გაფორმებისას უნდა დამატებით გადაიხადოთ მისი ღირებულების 3%, კვიპროსში - 8%-მდე. საბუთების შეგროვებას და განხილვას დრო სჭირდება.

საქართველოში ქონების რეგისტრაცია შეიძლება 15 წუთში. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტი და 50 ლარი. ახალ მფლობელს ბინა სტანდარტულად გადაეცემა 4 სამუშაო დღეში. ასევე ხელმისაწვდომია დაჩქარებული წესით გაფორმება. ამ შემთხვევაში ბინა ფორმდება ერთ დღეში 200 ლარად.

რეგისტრაციის ასეთი სიმარტივე იხსნება იმით, რომ საქაართველოში, სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არსებობს ერთიანი ელექტრონული რეესტრი. ნებისმიერ ნოტარიუსს მასზე წვდომა აქვს. ნოტარიუსი ამოწმებს ობიექტს მონაცემთა ბაზაში, და თუ ყველაფერი „სუფთაა“, ადგენს ხელშეკრბელას. დოკუმენტი დგინდება ქართულად, მაგრამ ჩვენ Sea Inside-ში ყველა საბუთს ვთარგმნით ინგლისურად ან რუსულად (უფასოდ).

საქართველოში ბინის ყიდვის უპირატესობები:

  • არ არსებობს ყიდვის გადასახადი

ასეთი ტიპის გადასახადი არსებობს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში (თურქეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, კვიპროსში, ხორვატიაში), საქართველოში ამ მხრივ გამოირჩევა. სპეციალური გადასახადის არარსებობა სახლის შეძენისას დიდი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ გადასახადი არ არის როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც. კიდევ ერთი პლუსია საკუთრების გადასახადის არარსებობა. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი ხაზინაში. თუ ბინის მფლობელი გაქირავებიდან ხშემოსავალს გაქირავებიდან და თუ შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აჭარბებს (დაახლოებით $14 000), გადასახადი შეადგენს შემოსავლიდან 5%.

  • ბინადრობის მიღება

ბინის ყიდვისას ბინადრობის ნებართვის გაცემა ბევრ ქვეყანაშია მიღებული. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფოები თავად ადგენენ უძრავი ქონების მინიმალურ ღირებულებას. მაგალითად, ესპანეთში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უნდა იყიდოთ სახლი 570 000 დოლარად, კვიპროსში – 330 000 დოლარად, საქართველოში კი – 100 000 დოლარად. ანუ ყველა, ვინც ამ ფასში იყიდის ბინას, მიიღებს ბინადრობას.

  • ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის მარტივი წესები

ეს პუნქტი აქტუალურია უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე და უძრავ ქონებას საზღვარგარეთ იძენს. თუ არარეზიდენი ბინას, მაგალითად, საფრანგეთში ყიდულობს, მას შენგენის სახლში წასასვლელად ყოველ ჯერზე ვიზის აღება მოუწევს. საქართველოში კი გასამგზავრებლად ვიზა მათთვის არ სჭირდებათ. 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში უვიზოდ შესვლა. გამარტივებული წესები ასევე მოქმედებს დარჩენაზე. უცხოელებს აქ 360 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ.

  • მაღალი და სწრაფი მომგებიანობა

გაქირავების მაღალი ტარიფები უზრუნველყოფს ინვესტიციის სწრაფ დაბრუნებას. გაქირავების შემოსავალი წელიწადში 15-18%-ს აღწევს (მსოფლიოში საშუალოდ 4-10%). ინვესტიციის დაბრუნება შესაძლებელია 5-8 წელიწადში.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე