ЗАКАЗАТЬ ЗВОНОК
Оставьте заявку и наш эксперт свяжется с Вами в ближайшее время
Нажимая на кнопку, вы даете согласие на обработку персональных данных и соглашаетесь c политикой конфиденциальности
Панорама
Live Камера
01.04.2022
კითხვის დრო: 2 წუთი
ავტორი: Sea Inside

რა ვნახოთ 7 დღეში ბათუმში

რა უნდა ნახოთ ბათუმში? მოგიყვებით აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ | Sea Inside
მიუხედავად იმისა, რომ აჭარა მსოფლიო სტანდარტებით პატარა რეგიონია, ბათუმსა და მის შემოგარენში იმდენი საინტერესო ადგილია, რომ არ იცი, როგორ ამ ყველაფრის ნახვა მოასწრო. თუ ჯერ არ ყოფილხართ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, წაიკითხეთ, თუ რის ნახვა შეგიძლიათ ბათუმში 7 დღეში.

სხვათა შორის, თუ უძრავ ქონებას ეძებთ, SEA INSIDE-ს ბინების და სახლების დიდი ბაზა აქვს. ასევე ვაწყობთ ინვესტ-ტურებს აჭარაში. ინვესტ-ტურები კარგი შესაძლებლობაა. მათთვის, ვინც საქართველოს გარეთ ცხოვრობს. ტურის ფარგლებში შეიძლება:

1. მოძებნოთ უძრავი ქონება ზღვის პირას
2. დაისვენოთ და გაეცნოთ რეგიონი

პროგრამა მოიცავს ქონების დათვალიერებას, მე-12 საუკუნის თამარ მეფის თაღოვან ხიდზე გასეირნებას (ამბობენ, რომ ხიდზე ჩაფიქრებული სურვილი ახდება), მახუნცეთის ჩანჩქერის მონახულება და ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ვახშამ ვენახში.
რა ღირს ტური ბათუმში? ტური უფასოა, თუ მინიმუმ 40 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენთ. დანარჩენ შემთხვევაში ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ბოტანიკური ბაღი

ეს უზარმაზარი ტროპიკული ტყეა, რომელიც მდებარეობს მწვანე კონცხის მწვერვალზე. ზემოდან ზღვის ზღაპრული პანორამები იხსნება. ბაღში დაახლოებით 5 ათასი ჯიშის ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეა. ბოტანიკურ ბაღში სიარული მიხეილ ბულგაკოვს მოსწონდა. ამბობენ, რომ ზუსტად ერთ-ერთი გასეირნებისას მწერალს ოსტატისა და მარგარიტაზე რომანის დაწერის იდეა გაუჩნდა.

დელფინარიუმი

დელფინების ნხვა ბათუმში ზღვაშიც შეიძლება, ისინი ხშირად ბანაობენ ნაპირთან გაზაფხულზე და შემოდგომაზე. დანარჩენ დროს მათი ნახვა დელფინარიუმში შეგიძლიათ. ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა. ის იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი სსრკ-ში. დღეს მონიკა, ნინი, მაია, ზორო, მარკო, ოლიმპია და სხვა ბინადარი ბრწყინვალე შოუს აწყობენ – ბურთებით ცეკვავენ და კუდებზე ბალანსირებენ. ორიოდე წლის წინ კი ბათუმის დელფინარიუმში ზღვის ლომის ბელი დაიბადა.

დენდროპარკი შეკვეთილში

დენდროპარკი ნამდვილი სილამაზის ოაზისია. ბამბუკის ხეივნები, გიგანტური სეკვოიები, საუკუნოვანი ევკალიპტები, გინკოს ხეები, ჰიმალაის ნეკერჩხლები, ლემურები, ვარდისფერი ფლამინგოები, ფარშევანგები და სხვა ეგზოტიკური ფრინვეი და ცხოველი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან – ეს ყველაფერი ერთ ადგილას შეგიძლიათ ნახოთ. ზოგიერთი ექსპონატი იშვიათი დაცული სახეობის წარმომადგენელია.

პეტრას ციხე

სოფელ ციხისძირთან კლდის თავზე VI საუკუნის ბიზანტიური ციხე-სიმაგრე დგას. ის ზღვიდან და ხმელეთიდან ბუნებრივი რელიეფითა და ქვის კედლებით არის დაცული. აქ ყველაფერი სიძველითა და განმარტოვებით სუნთქავს. ციხის ნანგრევები საკმაოდ კარგადაა შემონახული. ფერდობებზე კასკადებად ლიმნები იზრდება. ამიტომ ციხე ბაბილონის აყვავებულ ბაღებს ჰგავს. ამბობენ, რომ პეტრა ზუსტად ის ქაჯეთის ციხეა, რომლის შესახებ შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ წერს.

ოცნებობთ ზღვის პირას სახლზე? მობრძანდით ბათუმში 2022 წელს. თქვენ საინტერესო მოგზაურობა მთიან აჭარაში და საკურორტო უძრავი ქონება გელოდებათ.
მოგეწონათ სტატია?
იხილეთ აგრეთვე