სად ჯობია ბინის ყიდვა გაქირავების მიზნით – თბილისში თუ ბათუმში? კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, თუ გინდათ მოიპოვოთ მოგება უძრავი ქონების გაქირავებით.
საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით უპირატესობები აქვს როგორც საკურორტო უძრავ ქონებას, ასევე დედაქალაქის უძრავ ქონებას. ბათუმი – აჭარის რეგიონის დედაქალაქია და დიდი კურორტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. მას ქართულ ლას-ვეგასს უწოდებენ. აქ განვითარებულია გასართობი ინდუსტრია (კაზინოები, რესტორნები, ღამის კლუბები, ატრაქციონები და ა.შ.).
ბოტანიკური ბაღი, უძველესი ბზის ტყეები, ნაკრძალები და სხვა უნიკალური ბუნებრივი ადგილები აჭარაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავენ. ბათუმი არაერთხელ გაიმარჯვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში ნომინაციაში „საუკეთესო ტურისტული ადგილი“. ტურისტების დიდმა ნაკადმა განაპირობა ის, რომ სამშენებლო ბაზარმა დაიწყო სწრაფი განვითარება. საქართველოში (კერძოდ, ბათუმში) ბინების ყიდვა-გაქირავება მომგებიანი გახდა. ინვესტიციების სწრაფი დაბრუნების მეშვეობით შესაძლებელი გახდა კარგი მოგების მოპოვება. ასევე გაიზარდა მოთხოვნა ბაზრის ისეთ შედარებით ახალ სეგმენტზე, როგორიცაა აპარტამენტები ამ სეგმენტის მიმართ განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი ინვესტორები (კონკრეტულად კი ისრაელის, აშშ-ის, რუსეთის, ცენტრალური აზიის, ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეები).
საქართველოს დედაქალაქი თბილისი დიდი ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. თბილისი მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, და ძველი ძეგლებით. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში მრავალი ტურისტი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის აქ. შედეგად, ბაზარი იზრდება, შენდება და შესაბამისად იყიდება ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები.
მთავარი კითხვა, რაც ყველა ინვესტორს აინტერესებს – მოიტანს თუ არა შემოსავალს ქონება? გაქირავების შემოსავალი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მათგან ადგილმდებარეობა. ბათუმში ბინის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რამდენად შორს არის ზღვიდან. თბილისში სახლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რამდენად ახლოს არის ის ცენტრთან. შემოსავალზე ასევე გავლენას ახდენს ქონების ტიპი – ბინა, აპარტამენტი თუ ვილა.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
• თუ ბინას თბილისში ყიდულობთ, უმჯობესია აირჩიოთ ცენტრალური და საქმიანი უბანი, განვითარებული ინფრასტრუქტურით (კომუნიკაციები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიების ხელმისაწვდომობა), რადგან მათზე დიდი მოთხოვნაა.
• თუ თქვენთის უფრო აჭარაა მიმზიდველი საინვესტიციოდ, შეხედეთ ობიექტებს პირველ სანაპირო ზოლზე ან მასთან ახლოს, სასურველია ზღვის ხედით. ისინი ყოველთვის მოთხოვნადი არიან
• თბილისში, როგორც ნებისმიერ დიდ ეკონომიკურ ცენტრში, მოთხოვნადია გრძელვადიანი იჯარა. კურორტებზე – მოკლევადიანი. პირველი მოიტანს სტაბილურ, შემოსავალს, მეორე კი მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ასევე აძლევს შანს მიიღოთ მეტი სარგებელი.
• კურორტების შემთხვევაში გაითვალისწინეთ სეზონურობა. არსებობს ზაფხულის, ზამთრის და შერეული კურორტები. ბათუმი ითვლება შერეულ კურორტად (ზამთარში მიმზიდველია სათხილამურო კურორტი „გოდერძი“).
დასკვნა: საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილია, უძრავი ქონება აქ ყოველწლიურად ძვირდება. ფულის მოგება შეგიძლიათ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში უძრავი ქონების გაქირავებით. სანამ იყიდით უძრავ ქონებას, გადაწყვიტეთ, ზუსტად როგორ აპირებთ მის გაქირავებას – გრძელვადიანად თუ მოკლევადიანად. ზოგადად, ბინებს საქართველოში ყიდულობენ ისინი, ვისაც უნდა, რომ დანაზოგი ბანკში კი არ იყოს შენახული მკვდარ თანხად, არამედ შემოსავლის წყარო გახდეს.
გამოიწერეთ Sea Inside, თუ გინდათ გაიგოთ მეტი უძრავი ქონების ინვესტიციების შესახებ.