რა ნიშნები მიუთითებს უძრავი ქონების ლიკვიდობაზე? რატომ ერთი ბინა უფრო ლიკვიდურია, ვიდრე მეორე? გავარკვიოთ დეალურად.
ლიკვიდობა არის აქტივის თვისება სწრაფად იყოს გაყიდული საბაზრო ფასად. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე გაიყიდება სახლი, მით უფრო ის ლიკვიდურია.
ყველაზე ლიკვიდურ ბინებზე მაღალი მოთხოვნაა. ნაკლებად ლიკვიდური უძრავ ქონება მყიდველს არ იზიდავს. თუ გსურთ იყიდოთ ლიკვიდური ბინა ან სახლი, დაუკავშირდით Sea Inside-ს. ჩვენ საქართველოს უძრავი ქონების დიდი ბაზა გვაქვს.
როგორ გავხადოთ არალიკვიდური სახლი ლიკვიდური? ერთ-ერთი გზაა გასაყიდი ფასი საბაზრო ღირებულების ქვემოთ შევამციროთ. ეს მეთოდი დაგეხნმარებათ, როცა გჭირდებათ ბინა სასწრაფოდ გაყიდოთ, რომ ფული მალე მიიღოთ.
ითვლება თუ არა ესა თუ ის ბინა ლიკვიდურად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა ბაზარზე გარკვეულ პერიოდში. ლიკვიდობაზე მრავალი ფაქტორი გავლენას ახდენს. ჩამოვთვალოთ ისინი.
მდებარეობა
ქალაქი თუ სოფელი, კურორტი თუ დედაქალაქი. უძრავი ქონების მდებარეობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ლიკვიდობაზე, არამედ ფასზეც. უფრო ადვილია ბინის გაყიდვა, თუ ის ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. თუკი ბინა შორეულ გარეუბანშია, გაყიდვა არ ისე ადვილია.
საერთო მდგომარეობა და რემონტი
უფრო მაღალია მოთხოვნაა ბინებზე ახალი რემონტით ახალაშენებულ კორპუსებში, ვიდრე ძველაშენებულში. ახალი, სუფთა და კოხტა სახლი უფრო ხწრაფად გაიყიდება, ვიდრე მსგავსი პირობების მქონე სახლი, მაგრამ ძველი რემონტით.
სართული
ბინა ზედა სართულზე ითვლება უფრო ლიკვიდური, მაგრამ თუ ბინა იზიდავს სხვა მაჩვენებლებით (მაგალითად,მისაღები ფასით), მაშინ ის იმ შემთხვევაშიც მოთხოვნადი იქნება, თუ ის მდებარეობს ქვედა სართულებზე.
ეკოლოგია
სახლის არჩევისას ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს გარემოს. არავის უნდა იცხოვროს კორპუსში ან სახლში ახლოს სამრეწველო ქარხნებთან. ზღვასთან, ტბასთან, პარკთან ან მოედანთან ახლოს ბინა უფრო ადვილად გაიყიდება, შესაბამისად, ის უფრო ლიკვიდურია.
ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა
კარგი გზები და განვითარებული სატრანსპორტო კვანძები უზრუნველყოფენ კომფორტულ გადაადგილებას და აადვილებენ ყოველდღიურ ცხოვრებას. სახლი მოსახერხებელი შესასვლელით უფრო მაღლად ფასდება.
განვითარებული ინფრასტრუქტურ
კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია სათამაშო მოედნებითა და გაზონებით არა მხოლოდ ალამაზებს ცხოვრებას, არამედ უძრავი ქონების მიმზიდველობას ზრდის. სიახლოვეში სუპერმარკეტების, რესტორნების, სკოლების, ბანკების, აფთიაქების და გასართობი ცენტრების არსებობა ზრდის სახლის ღირებულებას.
ფართი
გასაკვირად ჯღერს, მაგრამ კვადრატული მეტრების რაოდენობა არ მოქმედებს ლიკვიდობაზე. ნებისმიერ ფართზე არის მოთხოვნა. პატარა სტუდიებს ირჩევენ ახალგაზრდა წყვილები, მრავალოთახიან ბინებს უპირატესობას ანიჭებენ მრავალშვილიანი ოჯახები.