უძრავი ქონების ხარჯები საქართველოში - sea-inside.net
  • RU
  • EN
  • KZ
  • © Sea Inside 2019-2023
    Კითხვის დრო: 3 წუთი
    Автор: admin

    უძრავი ქონების ხარჯები საქართველოში

    რა ხარჯებს უნდა ელოდონ უძრავი ქონების მესაკუთრეები საქართველოში ? რა უნდა ვიცოდეთ საჭირო ხარჯების შესახებ ბინის შეძენამდე? | Sea Inside

    უძრავი ქონების შეძენისას მყიდველმა ხშირად არ იცის, რომ ბინის ან სახლის ღირებულების გარდა, მას ელის არაერთი დამატებითი ხარჯი – გადასახადები, იურიდიული და სხვა მომსახურების საფასური. ისინი ამას ხშირად ბოლო წუთს იგებენ. Sea Inside-ში უძრავი ქონების მყიდველები უსიამოვნო სიურპრიზებისგან არიან დაცული. თქვენც მოგიყვებით, რა დაგიჯდებათ ბინის შენარჩუნება და მართვა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

    გადასახადები

    საქართველოს საგადასახადო სისტემა ერთ-ერთ ყველაზე გამარტივებულად ითვლება. ქვეყანა ყველაზე ლოიალური გადასახადების მქონე ქვეყნების რეიტინგში 16-ე ადგილს იკავებს. გამარტივებული საგადასახადო კანონი ბიზნესის კეთებას ამარტივებს. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს შესყიდვის გადასახადი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში არსებობს (ისრაელში – 9%, საბერძნეთში – 24%). აგრეთვე არის წლიური ქონების გადასახადის არ არსებობს (საბერძნეთში – 9$/კვ.მ). ეს წესები მუშაობს შემთხვევაში, თუ ბინას საცხოვრებლად იყენებთ და არა შემოსავლისთვის. თუ აპირებთ გააქირავოთ სახლი და მოგება მიოღოთ, უნდა გადაიხადოთ ე.წ. საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 5%-ს წელიწადში შეადგენს. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ საგადასახადო ინსპექციას და მესაკუთრეთა სპეციალურ რეესტრში შეტანას თხოვოთ.

    კომუნალური გადასახადები

    საქართველოში კომუნალური გადასახადები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კომუნალური მომსახურება მოიცავს ელექტროენერგიის (0,22 ლარი/კვტ/სთ), წყლის (0,50 ლარი/მ³), გაზის (0,54 ლარი/მ³), ინტერნეტის (10-30 აშშ დოლარი), ნაგვის გატანის (5 ლარი ერთ ადამიანზე) საფასურს. საშუალოდ, ყველაფერი ერთად თვეში დაახლოებით $80 დაჯდება (დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად იყენებთ ელექტროენერგიას და გაზს). იმის გამო, რომ საქართველოში გათბობა გაზზე მუშაობს, ზამთარში, ცივ სეზონზე, გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს. ზაფხულში კი კომუნალური გადასახადების ძირითად წილს ელექტროენერგიის ღირებულება იკავებს (კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში).

    მართვის კომპანიის მომსახურების ხარჯები

    ბევრ თანამედროვე სახლებში და მით უმეტეს დიდ საცხოვრებელ კომპლექსებში არის ე. წ. მმართველი კომპანიები (ზოგჯერ მათ მენეჯმენტ-კომპანიებსაც უწოდებენ). მათ ევალებათ ადგილობრივი ტერიტორიის დაცვა, შესასვლელის გაწმენდა, ლიფტის მოვლა და სხვა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სამუშაოები. მმართველი კომპანიის ცალკე მომსახურებაა უძრავი ქონების მართვა (გაქირავება, დალაგება და ა. შ.). ამ სერვისს ხშირად ისინი მიმართავენ, ვინც ფლობს ბინა ერთ ქვეყანაში და ცხოვრობს მეორეში. ამ შემთხვევაში მმართველი კომპანია კარგი გამოსავალია სიტუაციიდან. ის ზრუნავს ბინის გაქირავებაზე (ტურისტების ძებნა, ბინის დასუფთავება, მცირე რემონტი) და რეგულარულად ხარჯების და შემოსავლის შესახებ მფლობელს ატყობინებს. თავის მომსახურებისთვის მმართველი კომპანია საშუალოდ 10-40%-ს იღებს. თუ გინდათ გაიგოთ, კიდევ რას აკეთებს მმართველი კომპანია, წაიკითხეთ ეს სტატია.

    სხვა ხარჯები

    საქართველოში ქონების დაზღვევა არასავალდებულოა. ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს სახლის დაზღვევას, მაგრამ ეს შესალებელია, თუ მეპატრონე სურს და მზადაა.

    შეჯამება

    ბათუმში ბინის საშუალო ფასი 40 000 დოლარიდან იქყება. ამ თანხით ბინა ზღვის სანაპიროზე შეიძენთ (მშენებარე კორპუსში, „შავი კარკასი“). უძრავი ქონების ხარჯები სამი სახის ხარჯისგან შედგება: გადასახადები, კომუნალური ხარჯები და მმართველი კომპანიის მომსახურების საფასური. ჯამში წელიწადში დაახლოებით 1000 დოლარი დასჭირდება (მაგალითად, თურქეთში სახლის მოვლა-პატრონობისთვის 1500 დოლარის საირო, დუბაიში – 2500 დოლარი). ამავდროულად, გაქირავებით შეგიძლიათ მიიღოთ 5000$-დან შემოსავალი. რადგან საკურორტო უძრავ ქონებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, ბათუმში ბინაში გადახდილ თანხას 5-7 წელიწადში უკან მიიღებთ.

    დახმარება საქართველოში გადასვლისას
    დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს ყველა კითხვას, გეტყვით გადაადგილების სირთულეების შესახებ
    და გაგიძღვებით შემდგომ ნაბიჯებზე.