პოსტ-პანდემიის პირობებში გლობალური ეკონომიკა ცვლილებებს განიცდის. რა ცვლილებზე საუბრობენ ექსპერტებო და როგორ ისინი იმოქმედებენ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე? უნდა თუ არა გვეშინოდეს ბუშტის, რომელზეც მიუთითებენ ეკონომისტები? | Sea Inside
გასული წლის დასასრული და ახალი წლის დასაწყისი მთელ მსოფლიოში მაღალი ინფლაციის ნიშნით გამოირჩეოდა. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა ის მიღწეულ დონეზე, თუ დაეცემა, როგორც ამას ევროპის ცენტრალური ბანკი უწინასწარმეტყველებს. ზოგი ანალიტიკოსი კი საპირისპიროდ ვარაუდობს ინფლაციის აწევას.
Sea Inside-ის ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ბოლო წლებში ზოგიერთ ქვეყანაში უძრავი ქონება ხელოვნურად გადაფასებულია. ამას ხელი შეუწყო ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებმა, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტები მიმართავდა პანდემიის დროს. თუმცა, კოროვირუსული პანდემია დასასრულს უახლოვდება და მოსალოდნელია, რომ ბანკები მალე სტიმულირების ზომების გაუქმებას დაიწყებენ.
ამან შეიძლება გამოიწვიოს უძრავ ქონებასთან სპეკულაციები. შეიქმნება თუ არა საქართველოში უძრავი ქონების ბუშტი? აღსანიშნავია, რომ ევროზონის ბაზარი ფართოვდება. ახალი ტერიტორიები თავისი პოტენციურად საინტერესო საცხოვრებელი კომპლექსებით იზიდავენ ინვესტორებს, როგორც საცხოვრებლად, ასევე შემოსავლისთვის.
ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, სახლებისა და ბინების ფასები უახლოეს მომავალში შეიცვლება, სავარაუდოდ, გაძვირებისკენ. უძრავი ქონების გაძვირების სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი – 2021 წლის სამშენებლო მასალების მკვეთრი გაძვირებაა. ახალი მაღალი ფასები აისახება მშენებლობის ტემპებზე. უახლოეს წლებში ის შემცირდება, რაც ბინების ღირებულების გაზრდას გამოიწვევს.
ექსპერტების რჩევით, საქართველოში ბინის შეძენის მსურველებმა უნდა იჩქარონ. ბინის ყიდვა დედაქალაქში ან კურორტებზე გაზრდის დანაზოგს.