შინაარსზე გადასვლა

ბინები შიდა განვადებით: დადებითი და უარყოფითი მხარეები

მთავარი 30 წამში

  • შიდა განვადება ბანკის ჩართულობის გარეშე გაიცემა, როგორც წესი, 1-3 წელიწადზე, ხშირად მშენებლობის დასრულებამდე.
  • მთავარი უპირატესობა ისაა, რომ განვადება უპროცენტოა: ღირებულება თანაბარ ნაწილად იყოფა და იხდით ყოველ თვე ან სამ თვეში ერთხელ.
  • განაცხადისთვის საკმარისია პირადობის მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭირო არ არის.
  • ყოველთვიური გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე იპოთეკით ყიდვისას, რადგან შიდა განვადებას უფრო მოკლე ვადა აქვს.
  • პირველადი შესატანი ჩვეულებრივ ქონების ღირებულების 20-50%-ს შეადგენს; პირობებს თითოეული დეველოპერი დამოუკიდებლად ადგენს.

სტატიის მოკლე შინაარსი, თარიღი: 07.03.2023

დავიწყოთ ზოგადი განმარტებით. განვადება არის საქონლის ან მომსახურების გადახდის საშუალება, რომლის დროს გადახდა ხდება არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. ის გავრცელებულია ნებისმიერი პროდუქტის ყიდვისას, მაგრამ ყველაზე ხშირად ძვირი პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში (ტექნიკა, მანქანა ან უძრავი ქონება). ამ შემთხვევაში პროდუქტი (სახლი/ბინა/ვილა) ხდება თქვენი საკუთრება სრული თანხის გადახდამდე.

შიდა განდადება ეხმარება მათ, ვისაც არ აქვს საკმარისი დანაზოგი, მაგრამ აქვს მუდმივი შემოსავალი, რომელის საშუალებას აძლევს დროში გააგრძელოთ ვალის გადახდა. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კომპანია სთავაზობს ანგარიშსწორების ასეთ გადახდის სისტემას. ანუ ე. წ. შიდა განვადება გაიცემა ბანკის ან სხვა საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე. როგორც წესი, იგი გათვლილია 1-3 წელიწადზე, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის დასრულებამდე.

განვადება: დადებითი და უარყოფითი მხარეები

განვადების ალბათ მთავარი უპირატესობა არის ისა, რომ ის უპროცენტოა. ანუ უძრავი ქონების ღირებულება იყოფება თანაბარ ნაწილად, რომელიც უნდა გადაიხადოთ რეგულარულად, ძირითადად ყოველი თვე ან სამ თვეში ერთხელ.

განვადების პირობებს ადგენს თითოეული სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) დამოუკიდებლად. ხელსაყრელი პირობების მქონე კომპანიების პოვნა ადვილი არ არის. ჩვენი კპმპანია Sea Inside ყურადღებით ვირჩევთ დეველოპერებს და ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო მშენებელთან.

განვადებაზე განაცხადის შეტანისთვის არ არის საჭირო შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენა (ბანკების იპოთეკური სესხის განსხვავებით). ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. საკმარისია წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანუ პირადობის მოწმობა) და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შენაძენ ქონებაზე. შიდა განავდების შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადის უფრო მაღალია, ვიდრე იპოთეკით ყიდვის დროს. ეს განპირობებულია იმით, რომ შიდა განვადებას უფრო მოკლე ვადა აქვს. თუმცა, საკომისიოს პროცენტის არარსებობა ამ ტიპის გადახდას მიმზიდველს ხდის.

შიდა განვადების დროს საჭიროა პირველადი შესატანი, ჩვეულებრივად ის ქონების ღირებულების 20-50%-ს შეადგენს. შიდა განვადება განსაკუთრებით აწყობთ მათ, ვისაც მთელი თანხა ხელზე არ აქვთ და საბანკო სესხის აღება შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად, ბანკი სესხზე უარს ამბობს მცირე ხელფასის გამო ან ცუდი საკრედიტო ისტორიის გამო). თუ გაქვთ მუდმივი შემოსავალი (მაგალითად, სხვა ბინის გაქირავებიდან) და შეგიძლიათ რეგულარულად ხორციელოთ გადახდები, შიდა განვადება (ფაქტობრივად, იპოთეკის ალტერნატივა) გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ სასურველი ქონება.

უძრავ ქონებას ეძებთ? მოგვმართეთ. ვთავაზობთ იმას, რასაც თავად ვიყიდით.
+995 555 233 565 (Whatsapp, Viber, Telegram)

გვითხარით, რა უძრავ ქონებას ეძებთ

გიპასუხებთ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვებზე და შეგირჩევთ ვარიანტებს თქვენი ბიუჯეტის მიხედვით.

მოგვწერეთ WhatsApp-ში

მსგავსი სტატიები

რა უფრო მომგებიანია: იპოთეკა თუ შიდა განვადება?

განვადება არის ქონების შეძენისას გადახდის ისეთი ფორმა, როდესაც მესაკუთრე იხდის საფასურს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. გადახდის ეს მეთოდი დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ საკმარის თანხას…

დეტალურად ↗

ახალაშენებული ბინა თუ ძველი: უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

რომელი ბინის ყიდვა ჯობია: ახალაშენებული თუ ძველი? ალბათ, უძრავი ქონების ყველა მყიდველი ამ კითხვას სვამს. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. როგორც ახალაშენებულს, ასევე…

დეტალურად ↗

რა კატეგორიის ბინებზე შემცირდება მოთხოვნა: ანტირეიტინგი 2022

ვალუტის არასტაბილური კურსები, ხალხის შემოსავლის შემცირება და დისტანციურ სამუსაოზე გადასვლა ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ბაზარზე და მყიდველობით უნარზე. ჩვენ ექსპერტს ვესაუბრეთ და პასუხები შევიკრიბეთ მოკლე…

დეტალურად ↗

დატოვეთ კონტაქტი, მენეჯერი გიპასუხებთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში

სად გიპასუხოთ?

რისთვის ყიდულობთ?

This will close in 0 seconds