შინაარსზე გადასვლა

რისკები ბინის ყიდვისას: როგორ ავიცილოთ

მთავარი 30 წამში

  • აუქციონზე ბინის საწყისი ფასი საბაზრო ფასზე დაბალია, მაგრამ აუქციონის პროცესში ის იზრდება.
  • აუქციონის ბინებში ხშირად რეგისტრირებულნი არიან ყოფილი მფლობელები; თუ ისინი გაწერაზე უარს ამბობენ, საქმე სასამართლოს გზით გვარდება.
  • იურიდიულ დოკუმენტაციას და ობიექტის სტატუსს თავად შეამოწმებთ: ელექტრონულად ან უშუალოდ იუსტიციის სახლში.
  • როცა მშენებარე ბინას იძენთ, შეამოწმეთ სამშენებლო კომპანიის გამოცდილება, რეპუტაცია ბაზარზე, წინა პროექტები და გამოხმაურებები.
  • არახარისხიანი მშენებლობის რისკი ათი წლის წინ უფრო მნიშვნელოვანი იყო; ბევრი კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება.

სტატიის მოკლე შინაარსი, თარიღი: 07.03.2023

უძრავი ქონების ბაზრის დინამიურმა განვითარებამ და ლიბერალურმა კანონმდებლობამ საქართველო კავკასიაში ლიდერად აქციეს. ტურისტების ნაკადმა მომგებიან ბინებზე მოთხოვნა გაზარდა. განვიხილით, რა რისკები არსებობს უძრავი ქონების ყიდვისას.

ბევრ ჩვენ კლიენტს, რომელიც ზოგადად მზადაა იყიდოს ბინა, არ ეჩქარება კარგი მომენტის მოლოდინში და გვეკითხება: „ვიყიდო თუ არა ქონება ახლა?“. ექსპერტები პასუხობენ: აუცილებლად იყიდეთ, რადგან კურორტებზე უძრავი ქონება მუდმივად ძვირდება. რაც უფრო ადრე იყიდით, მით უფრო მომგებიანი იქნება თქვენი ინვესტიცია. საქართველოში უძრავი ქონების ტრანზაქციები მაქსიმალურად გამჭვირვალე და გამარტივებულია, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ყიდვამდე გარკვეულ ნიუანსებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

აუქციონზე ბინის ყიდვა: რისკები

ჩვეულებრივ, ბანკში ან საკრედიტო ორგანიზაციაში იპოთეკით დადებული ბინა ელექტრონულ აუქციონზე გადის იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელმა სესხი არ დაფარა. ასეთ ბინებს აქვს  მიმზიდველი ფასიმ რომელიც საბაზრო ფასზე დაბალია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საწყისი ღირებულება და აუქციონის პროცესში ის იზრდება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით შეისწავლეთ ბინის დოკუმენტები და აუქციონში მონაწილეობის პირობები. ხშირად ასეთ ბინებში რეგისტრირებულნი არიან ყოფილი მფლობელები და მათი ოჯახის წევრები. ზოგჯერ ისინი უარს ამბობენ გაწერაზე (განსაკუთრებით რთულია, როცა საქმე არასრულწლოვანებს ეხება). ამ შემთხვევაში ახალ მფლობელს საქმის მოგვარება სასამართლოს გზით მოუწევს.

არახარისხიანი მშენებლობა

ბინის ყიდვისას ეს რისკი ათი წლის წინ უფრო მნიშვნელოვანი იყო. დარგის განვითარებით და კონკურენციის ზრდასთან ერთად, მშენებლობის სტანდარტები იზრდება. დეველოპერები ცდილობენ მყიდველის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. მყიდველი, თავის მხრისვ, დღეს ბევრად უფრო კარგად ერკვევა დეტალებში, ვიდრე ადრე. ყველაფერი ეს სტანდარტების განვითარებას და ამაღლებას ხელს უწყობს. დღეს საქართველოში ბევრი საცხოვრებელი კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება.

რისკები, დაკავშირებული საბუთებთან

იურიდიული დოკუმენტაცია და ნებისმიერი ობიექტის სტატუსი თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ. ამისათვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით: ან ელექტრონულად (პლატფორმის https://napr.gov.ge მეშვეობით), ან უშუალოდ იუსტიციის სახლში მისვლით. დრო რომ არ დაკარგოთ, ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ უძრავი ქონების სანდო სააგენტოში. მსხვილი უძრავი ქონების კომპანიები თავიანთ რეპუტაციაზე ზრუნავენ და მუშაობენ მხოლოდ სანდო სამშენებლო კომპანიენტან.

დაუმთავრებელი მშენებლობა

ეს რისკი არსებობს, როდესას სენებარ ბინას იძენთ. ამ შემთხვევაში გარანტად შეიძლება ჩაითვალოს სამშენებლო კომპნიის გამოცდილება, რეპუტაცია ბაზარზე, წინა პროექტები და მომხმარებლების გამოხმაურებები.

არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპნიები

ასეთი რისკი არსებობს, თუ საქმე გაქვთ დაუმოწმებელ კომპანიებთან. ამ რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ შეიძენთ ბინას ჩვენთან, საქართველოს დეველოპერთა ასოციაციაში. Sea Inside თანამშრომლობს მხოლოდ სანდო სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც გამოცდილება, დასრულებული პროექტები და კარგი რეპუტაცია აქვთ. ჩვენთან თანამშრომლობით მშვიდად იქნებით და გექნებათ გარანტია, რომ ობიექტს, რომელსაც ყიდულობთ, ყველა ოფიციალური საბუთები (მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიები და ა.შ.) მოწესრიგებული აქვს და საინვესტიციო თვალსაზრისით ის მიმზიდველია.

გვითხარით, რა უძრავ ქონებას ეძებთ

გიპასუხებთ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვებზე და შეგირჩევთ ვარიანტებს თქვენი ბიუჯეტის მიხედვით.

მოგვწერეთ WhatsApp-ში

მსგავსი სტატიები

მშენებლობის რომელ ეტაპზე ღირს ბინის შეძენა

ღირს თუ არა ბინის ყიდვა მშენებლობის ეტაპზე? როგორ გავაკეთოთ, რომ უძრავი ქონება გახდეს ინვესტიციურად მომგებიანი? განვიხილოთ დეტალურად. როცა გადაწყვიტეთ ბინა იყიდოთ, მაშინვე ჩნდება კითხვა,…

დეტალურად ↗

უძრავი ქონების ყიდვის პროცედურა: რაზე გავამახვილოთ ყურადღება

გადაწყვიტეთ იყიდოთ უძრავი ქონება თბილისში ან ბათუმში და გაინტერესებთ დეტალები? ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ | Sea Inside რას მივაქციოთ ყურადღება საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას? პირველ…

დეტალურად ↗

რა უფრო მომგებიანი: ბინის დაქირავება, ყიდვა თუ იპოთეკა?

რა უფრო მომგებიანია: ბინის დაქირავება თუ ყიდვა? ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. გაქირავების თავისებურებები: სახლის ქირაობისას რთულია გრძელვადიანი გეგმების შედგენა. ასეთი არასტაბილურობა და…

დეტალურად ↗

დატოვეთ კონტაქტი, მენეჯერი გიპასუხებთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში

სად გიპასუხოთ?

რისთვის ყიდულობთ?

This will close in 0 seconds