შინაარსზე გადასვლა

უძრავი ქონების ყიდვის პროცედურა: რაზე გავამახვილოთ ყურადღება

მთავარი 30 წამში

  • საქართველოში ქონების რეგისტრაცია 15 წუთში შეიძლება: დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტი და 50 ლარი.
  • ახალ მფლობელს ბინა სტანდარტულად 4 სამუშაო დღეში გადაეცემა, დაჩქარებული წესით კი ერთ დღეში 200 ლარად.
  • ყიდვის გადასახადი არ არის არც მოქალაქეებისთვის, არც უცხოელებისთვის.
  • ბინადრობის ნებართვისთვის საქართველოში სახლი 100 000 დოლარად უნდა იყიდოთ, ესპანეთში 570 000, კვიპროსში 330 000 დოლარად.
  • 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში უვიზოდ შესვლა შეუძლია, უცხოელებს აქ 360 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ.

სტატიის მოკლე შინაარსი, თარიღი: 07.03.2023

გადაწყვიტეთ იყიდოთ უძრავი ქონება თბილისში ან ბათუმში და გაინტერესებთ დეტალები? ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ | Sea Inside

რას მივაქციოთ ყურადღება საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას? პირველ რიგში, სახლის ან ბინის ყიდვისას უნდა იცოდეთ, როგორ მიდის რეგისტრაციის პროცესი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს პროცედურა რთულია და ძვირი. მაგალითად, მონტენეგროში ბინის გაფორმებისას უნდა დამატებით გადაიხადოთ მისი ღირებულების 3%, კვიპროსში: 8%-მდე. საბუთების შეგროვებას და განხილვას დრო სჭირდება.

საქართველოში ქონების რეგისტრაცია შეიძლება 15 წუთში. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტი და 50 ლარი. ახალ მფლობელს ბინა სტანდარტულად გადაეცემა 4 სამუშაო დღეში. ასევე ხელმისაწვდომია დაჩქარებული წესით გაფორმება. ამ შემთხვევაში ბინა ფორმდება ერთ დღეში 200 ლარად.

რეგისტრაციის ასეთი სიმარტივე იხსნება იმით, რომ საქაართველოში, სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არსებობს ერთიანი ელექტრონული რეესტრი. ნებისმიერ ნოტარიუსს მასზე წვდომა აქვს. ნოტარიუსი ამოწმებს ობიექტს მონაცემთა ბაზაში, და თუ ყველაფერი „სუფთაა“, ადგენს ხელშეკრბელას. დოკუმენტი დგინდება ქართულად, მაგრამ ჩვენ Sea Inside-ში ყველა საბუთს ვთარგმნით ინგლისურად ან რუსულად (უფასოდ).

საქართველოში ბინის ყიდვის უპირატესობები:

  • არ არსებობს ყიდვის გადასახადი

ასეთი ტიპის გადასახადი არსებობს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში (თურქეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, კვიპროსში, ხორვატიაში), საქართველოში ამ მხრივ გამოირჩევა. სპეციალური გადასახადის არარსებობა სახლის შეძენისას დიდი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ გადასახადი არ არის როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც. კიდევ ერთი პლუსია საკუთრების გადასახადის არარსებობა. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი ხაზინაში. თუ ბინის მფლობელი გაქირავებიდან ხშემოსავალს გაქირავებიდან და თუ შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აჭარბებს (დაახლოებით $14 000), გადასახადი შეადგენს შემოსავლიდან 5%.

  • ბინადრობის მიღება

ბინის ყიდვისას ბინადრობის ნებართვის გაცემა ბევრ ქვეყანაშია მიღებული. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფოები თავად ადგენენ უძრავი ქონების მინიმალურ ღირებულებას. მაგალითად, ესპანეთში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უნდა იყიდოთ სახლი 570 000 დოლარად, კვიპროსში 330 000 დოლარად, საქართველოში კი 100 000 დოლარად. ანუ ყველა, ვინც ამ ფასში იყიდის ბინას, მიიღებს ბინადრობას.

  • ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის მარტივი წესები

ეს პუნქტი აქტუალურია უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე და უძრავ ქონებას საზღვარგარეთ იძენს. თუ არარეზიდენი ბინას, მაგალითად, საფრანგეთში ყიდულობს, მას შენგენის სახლში წასასვლელად ყოველ ჯერზე ვიზის აღება მოუწევს. საქართველოში კი გასამგზავრებლად ვიზა მათთვის არ სჭირდებათ. 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში უვიზოდ შესვლა. გამარტივებული წესები ასევე მოქმედებს დარჩენაზე. უცხოელებს აქ 360 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ.

  • მაღალი და სწრაფი მომგებიანობა

გაქირავების მაღალი ტარიფები უზრუნველყოფს ინვესტიციის სწრაფ დაბრუნებას. გაქირავების შემოსავალი წელიწადში 15-18%-ს აღწევს (მსოფლიოში საშუალოდ 4-10%). ინვესტიციის დაბრუნება შესაძლებელია 5-8 წელიწადში.

გვითხარით, რა უძრავ ქონებას ეძებთ

გიპასუხებთ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვებზე და შეგირჩევთ ვარიანტებს თქვენი ბიუჯეტის მიხედვით.

მოგვწერეთ WhatsApp-ში

მსგავსი სტატიები

რისკები ბინის ყიდვისას: როგორ ავიცილოთ

უძრავი ქონების ბაზრის დინამიურმა განვითარებამ და ლიბერალურმა კანონმდებლობამ საქართველო კავკასიაში ლიდერად აქციეს. ტურისტების ნაკადმა მომგებიან ბინებზე მოთხოვნა გაზარდა. განვიხილით, რა რისკები არსებობს უძრავი ქონების…

დეტალურად ↗

შემოსავალი უძრავი ქონებიდან სხვადასხვა ქვეყნებში

რომელ ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვა უფრო მომგებიანია? საქართველოში თუ თურქეთში? შევადაროთ ქვეყნები საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. უძრავი ქონების შეძენა გარანტირებული შემოსავლით შეგიძლიათ საქართველოს დეველოპერთა ასოციაციაში…

დეტალურად ↗

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას

საქართველო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს იზიდავს. აქ უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია ერთ დღეში. განვითარებულია დისტანციური ონლაინ სერვისები. თუმცა, სახლის ყიდვამდე რამდენიმე ნიუანსს…

დეტალურად ↗

დატოვეთ კონტაქტი, მენეჯერი გიპასუხებთ თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში

სად გიპასუხოთ?

რისთვის ყიდულობთ?

This will close in 0 seconds