მარტივი სიტყვებით განვმარტავთ, რას ნიშნავს „ინვესტირება“ და როგორ ის მუშაობს.
ყველამ იცის, რომ შეუძლებელია რაიმეს მიღება მომავალში, თუ არაფერს აკეთებ აწმყოში.
ფაქტობრივად, ეს ინვესტიციის მთავარი პრინციპია – ჩადო ინვესტიცია დღეს, რომ ხვალ მიიღო სარგებელი.
ინვესტიცია ითვლება ა განათლებაც და სპორტიც. ჩვენ ახლა ვსწავლობთ და ვვარჯიშობთ, რათა ხვალ მივიღოთ მოგება გამოცდილების ან ტურნირებში გამარჯვების სახით. ანუ ინვესტირება არის:
– გონებრივი, ფულადი ან მატერიალური დაბანდებაა, რომელიც მომავალში (მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში) შემოსავალს მოიტანს.
ინვესტირება შეიძლება იყოს:
– მოკლევადიანი (ერთ წლამდე)
– საშუალვადიანი (1-დან 5 წლამდე)
– გრძელვადიანი (5 წელზე მეტი)
ინვესტიციები ბრუნდება ეტაპობრივად , იმის მიხედვით, თუ რამდენ მომგებიანია პროექტი. რისკის მიხედვით, ინვესტიციები იყოფა სამ ჯგუფად:
– კონსერვატიული (საბანკო ანაბარი)
– ზომიერი (უძრავი ქონება)
– აგრესიული (საფონდო ბირჟა)
ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეიძლება ინვესტიციების ჩადება, მაგრამ ყველაზე ხშირად განიხილება ინვესტირება უძრავ ქონებაში ან ფასიან ქაღალდებში. ინვესტირება უძრავ ქონებაში ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროდ. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ბინების და სახლების ფასი მატულობს (მაგალითად, საქართველოში უძრავი ქონება ძვირდება 10-15%-ით წლიურად). მეორეც, ბინის გაქირავების შემთხვევაში შეიძლება სარგებელის მიღება. მოგება მირება შეიძლება მიიღოთ რამდენიმე გზით. აი უძრავი ქონების ინვესტირების ძირითადი გზები Sea Inside-ის ექსპერტებისაგან:
• იყიდეთ უძრავი ქონება საქყის ეტაპზე და გაყიდეთ (უფრო ძვირად) სახლის მშენებლობის დასრულებისას;
• გააქირავეთ ბინა მმართველი კომპანიის მეშვეობით და მიიღეთ რეგულარული ფიქსირებული შემოსავალი;
• გააქირავეთ თვენით.
ის, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება მომგებიანი ბიზნესია, ციფრებიც ადასტურებენ. უცხოური ინვესტიციები მხოლოდ აჭარის რეგიონში 2020 წლის პირველ ნახევარში პანდემიის მიუხედავად გაიზარდა 15%-ით (საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები). ზოგადად, პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთიდან 2020 წლის მეორე კვარტალში 0,5%-ით გაიზარდა. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოდის ბინებში. კაპიტალის ძირითადი ნაწილი (60%) შემოსულია დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან. ასევე ფინანსები შემოვიდა აშშ-დან, მალტადან, ერაყიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასეთი დადებითი, თუნდაც უმნიშვნელო დინამიკა ანალიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის ნიშანი. ექსპერტები 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას ელიან.
დასკვნა: იმისათვის, რომ მომავალში მივიღოთ შემოსავალი, ინვესტიციების ჩადება აუცილებელია დღეს. კომპანია Sea Inside ფლობს უძრავი ქონების საუკეთესო შეთავაზებების ბაზას. დატოვეთ მოთხოვნა, ჩვენი მენეჯერები შეარჩევენ ბინებს თქვენი მოთხოვნის მიხედვით.